ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან. გოგონამ ამას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა, ფეხბურთელმა კი თავის პროფილზე ხელახლა გამოაქვეყნა.
„ვოცნებობთ შენს დაბადებაზე, ვემზადებით ამისთვის. იმის ცოდნა, რომ მალე აქ იქნები ჩვენი სიყვარულის გასაძლიერებლად. მშვენიერ ოჯახში მოხვალ ძმასთან, ბებიასთან, ბიძასთან და დეიდასთან, რომლებიც გელოდებიან და უკვე უყვარხართ.
მალე მოდი, შვილო, გელოდებით!“ – წერს ბრუნა ბიანკარდი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს წინა ურთიერთობებიდან უკვე ჰყავს 12 წლის ვაჟი.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
