მოლეს ვილი ვერ შველის…

Home კატეგორიის გარეშე მოლეს ვილი ვერ შველის…
მოლეს ვილი ვერ შველის…

ესპანურ LIGA LEB PLATA-ში 24-ე ტურის მატჩი ჩაატარა „მოლემ“, სადაც ქართველი ვილი ისიანი თამაშობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „მენორკას“ უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით, 78:97 დამარცხდა.

ვილი ისიანი თავის გუნდში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო – ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა (6-დან 3 სამქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო) მოაგროვა, რასაც 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

24 ტურის შემდეგ მოლე LIGA LEB PLATA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 გუნდს შორის ბოლო ადგილზეა, ჩვენიანი კი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია, შესაბამისად, ლოგიკურიც არის, რომ მოწინავე კლუბების თვალთახედვის არეშია.

მომდევნიო მატჩს ისიანის გუნდი 2 აპრილს სტუმრად „ალგინეტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

No description available.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...