ახლა უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას – მიუნხენის „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანი თომას ტუხელმა შეცვალა. ინფორმაცია კლუბმა უკვე დაადასტურა.
მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
ნაგელსმანის ნაცვლად „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი იქნება, ახალ მწვრთნელთან კლუბმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტუხელი საქმიანობას მომავალი ორშაბათიდან შეუდგება, დებიუტი კი თავისი ყოფილი კლუბის „დორტმუნდის“ წინააღმდეგ 1 აპრილს ბუნდესლიგის მატჩში ექნება.
ნაგელსმანთან ერთად გუნდი მისმა თანაშეემწებმა – დინო ტოპმიოლერმა, ბენჟამინ გლუკმა და ქსავიერ ზემბროდმაც დატოვეს.
ოლივერ კანი: „როდესაც 2021 წელს იულიან ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწუნებული ვიყავით, რომ ხანგრძლივი თანამშრომლობა იქნებოდა. მაგრამ, ახლა მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი, გასულ წელს ბუნდესლიგის მოგების მიუხედავად, უარესი ხდებოდა. განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თამაშის ხარისხთან ერთად შედეგიც აღარ იყო საჩვენო. ჩავთვალეთ, რომ სეზონის წინ „ბაიერნის“ დასახული მიზნები ეჭვქვეშ დგებოდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ. მინდა, „ბაიერნის“ სახელით მადლობა გადავუხადო ნაგელსმანს და მომავალში წარმატებები ვუსურვო“.
ჰასან სალიჰამიჯიჩი: „ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ. გული მწყდება რომ იულიანთან დაშორება გვიწევს, მაგრამ გუნდში შექმნილი სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. მადლობა მას ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის გააკეთა“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 22:55ბოლქვაძემ პირველი გაიარა
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
