გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პერუსა (25 მარტი) და ბელგიასთან (28 მარტი) ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მაგრამ ფლიკის ეს გადაწვეტილება ადრევე ცნობილი იყო. მათთან შედარებით, მოულოდნელი იყო ლეროი სანეს ნაკრებს მიღმა დატოვება, თუმცა ბოლო პერიოდში სანეს „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაშიც უჭირს მოხვედრა.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (ფულემი).
მცველები: არმელ ბელა კოჩაპი (საუთჰემპტონი), მათიას გინტერი (ფრაიბურგი), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), თილო კერერი (ვესტ ჰემი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნიკო შლოტერბერკი (დორტმუნდი), ჯოშუა ვაგნომანი (შტუტგარტი), მარიუს ვოლფი (დორტმუნდი).
ნახევარმცველები: ემრე ჯანი (დორტმუნდი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფელიქს ნმეჩა (ვოლფსბურგი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: მერგიმ ბერიშა (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კევინ შადე (ბრენტფორდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
