საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩში სტუმრად ბელგია 7:4 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ბელგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემდაგენლობაში თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრისა და სიმი საიოტის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მაქსიმალური შედეგით, 12 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი, პლეი ოფში ექნებათ საგზურის მოპოვების შანსი.
ბელგია – საქართველო 4:7
1:0 ომარ რაჰუ, 1:1 ბრუნო გომესი, 2:1 სუფიან ელ-ფაკირი, 2:2 ბრუნო გომესი, 2:3 ბრუნო პეტრი, 3:3 აჰმედ საბაბტი, 3:4 თალესი, 3:5 ღავთაძე, 3:6 თალესი, 3:7 სიმი საიოტი, 4:7 მარვინ ღისლანდი.
საქართველო: თორნიკე ბუკია – შაგინია, ფერნანდო დრასლერი, თალესი, სიმი საიოტი