„აპოელის“ ქართველი კაპიტანი გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ნეა სალამინისთან“ მოგებულ (3:0) მატჩში გოლიც გაიტანა.
თამაშის შემდეგ გიორგიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„სეზონი ტრავმებით დავიწყე და მთელი წლის განმავლობაში ამის გამო ბევრი ჩავარდნა მქონდა. რთული იყო ამ პერიოდის გადატანა, მაგრამ გუნდი ძალიან დამეხმარა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მოედანზე და ძირითად შემადგენლობაში დავუბრუნდი და ისევ გავიტანე“.