ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ქუსლით შესრულებულმა საგოლე გადაცემამ, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, ჯოვანი დი ლორენცომ „აინტრახტის” კარი დალაშქრა, აღტაცება გამოიწვია. „კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სოციალურ ქსელებში ბევრმა აღნიშნა, რომ ეს პასი ჰგავდა „რეალის” ვეტერანის გუტის პასს, რომელიც ესპანელმა 2010 წლის 31 იანვარს, „დეპორტივოსთან” შეხვედრაში ქარიმ ბენზემას მიაწოდა. ის შეხვედრა „რეალმა” ლა კორუნიელებს 3:1 მოუგო.
უნდა ითქვას, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთს მეტისმეტადაც არ ჰგავს, ვინაიდან გუტის კვარაცხელიასგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მას თავადაც შეეძლო კარში დარტყმა, ქართველს კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. შედარება ალბათ უფრო იმან განაპირობა, რომ კვარა ინტერვიუებში არ მალავს, რომ ბავშვობაში ბურთს თეთრი მაისურით თამაშობდა, რომელსაც ზურგზე გუტი ეწერა. ცნობილია, რომ ხვიჩას პატარაობის საყვარელი გუნდი „რეალია” საყვარელი ფეხბურთელები კი გუტი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ.
ქვემოთ გთავაზობთ გუტის პასსა და რონალდუს გოლს „დეპორტივო ლა კორუნიას” კარში.
