ესპანური „მარკა’’ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალს’’ ოთხი გოლი გაუტანა, მაგრამ პარიზელთა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ არანაკლებ ლამაზი გოლი მატჩის შემდეგ შეაგდო, როდესაც DAZN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის მივიდა. საქმე ის არის, რომ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი გახლდათ „რეალის’’ ყოფილი ვარსკვლავი და ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი, რომელსაც ჰაკიმიმ თავის მაისურა აჩუქა. მაროკოელის ეს ნაბიჯი [...]
ჭდე: გუტი
კვარას პასზე ბევრს გუტი გახსენებია
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ქუსლით შესრულებულმა საგოლე გადაცემამ, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, ჯოვანი დი ლორენცომ „აინტრახტის” კარი დალაშქრა, აღტაცება გამოიწვია. „კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სოციალურ ქსელებში ბევრმა აღნიშნა, რომ ეს პასი ჰგავდა „რეალის” ვეტერანის გუტის პასს, რომელიც ესპანელმა 2010 წლის 31 იანვარს, „დეპორტივოსთან” შეხვედრაში ქარიმ ბენზემას მიაწოდა. ის შეხვედრა „რეალმა” ლა კორუნიელებს 3:1 მოუგო. [...]
მთავარი იყო ბენზემას პასი
„რეალმა” ბარსელონაში ქალაქის მეორე გუნდ „ესპანიოლს” 1:0 მოუგო და 32 ტურის შემდეგ პირველ გუნდ „ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს. მადრიდელების გამარჯვებაში ყველაზე ეფექტური საგოლე პასი გახლდათ. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის მიწურულს კაზემიროს ბურთი ქუსლით ისე მიაწოდა, რომ „ესპანიოლის” მცველებიცა და ტელემაყურებელიც სახტად დატოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, ხალხს 10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენდა, როდესაც „დეპორტივოსთან” [...]


