პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.
ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 4:3 მოიგეს.
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ნეიმარს მარჯვენა ფეხზე კოჭის მყესები აქვს დაჭიმული.
„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა პარიზში 1:0 მოიგეს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
