United, Chelsea unfazed by Osimhen £107m fee„ნაპოლის” თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდეს. ინგლისური კლუბი მზად არის, ნიგერიელი შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

საინტერესოა, რომ ოსიმენის გადასაბარებლად ანალოგიური თანხის გადასახდელად მზად არის ლონდონის „ჩელსიც“.

24 წლის ოსიმენი „ნაპოლის“ 2020 წელს ფრანგული „ლილიდან“ 75 მილიონ ევროდ შეუერთდა.  სერია A-ს მიმდინარე სეზონში ვიქტორმა 21 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ნეაპოლურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.