„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა, შესაძლოა, მალე ტურინული კლუბი დატოვოს.
„იუვეს“ ხელმძღვანელობა მზადაა კლუბისთვის სანქციების დაწესების შემდეგ (გუნდს სატრანსფერო მაქინაციების გამო სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს), სერბ თავდამსხმელს საბიუჯეტო პრობლემების გამო დაშორდეს. იტალიელები დუშანის ტრანსფერში მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლაჰოვიჩით „არსენალი,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესდნენ.
დუშანი „იუვენტუსში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. „ბებერ ქალბატონთან“ მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი. მისმა აგენტმა კი განაცხადა, რომ ფეხბურთელს შეუძლია „იუვე“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას დატოვოს..
მიმდინარე სეზონში 23 წლის სერბმა, ტურინული კლუბშის მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
