ერთერთმა ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა, თუმც ისევ ესპანეთში დარჩა. ვილი „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. მისი პირველი ლებ-ოროს ლიგაში თამაშობს, მეორე – ლებ-პლატაში. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროა, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება ჩვენიანმა უკვე თავის გამოჩენაც მოასწრო და კარგი პრესაც მიიღო.
ისიანმა და მისმა „მოლემ“ „მოდერასს“ უმასპინძლეს და 71:80 დამარცხდნენ. 203 სმ სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა 29 წუთი ითამაშა, რაც დაგვეთანხმებით, ჩინებული მაჩვენებელია. მიცემულ დროში ვილიმ გუნდს 10 ქულა შესძინა, ფარიდან ბურთი 5-ჯერ მოხსნა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. მან 4-ჯერ ნასროლი სამქულიანიდან 2 ჩააგდო, სამი ორქულიანიდან კი ასევე – 2. ვილის გუნდში ბომბარდირი მარკ სესე გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.
17 ტურის შემდეგ, „მოლეს“ 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „პალმასთან“ გამართავს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
