Davide Nicola of US Salernitana gestures during the Serie A match between US Salernitana 1919 and Torino FC at Stadio Arechi, Salerno, Italy on 8...ვერ გეტყვით რას იზამს „სალერნიტანა” შაბათს, შინ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან”, მაგრამ ბოლო ტურში „ატალანტასთან” 2:8 რომ წააგო, ყველამ იცის. მეორე მხრივ, ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს გაგონილი ის საინტერესო ამბავი, რომელიც სალერნოელთა მწვრთნელს დავიდე ნიკოლას ბერგამოში წაგების შემდეგ გადახდა: ის თანამდებობიდან მოხსნეს და… ორ დღეში დააბრუნეს.

„სალერნიტანას” პრეზიდენტის დანილო ლერვოლინოს ეს საქციელი (მწვრთნელის გაშვება-დაბრუნება), მრავლისმნახველი იტალიური ფეხბურთისთვისაც სენსაციური გამოდგა, მითუფრო, რომ ნიკოლას გაშვების შემდეგ პრეზიდენტი ახალ მწვრთნელთან ლეონარდო სემპლიჩისთან უკვე გარიგებული იყო.

„გეტყვით რაც მოხდა, — უთხრა გაოცებისგან პირდაღებულ გულშემატკივარს მოხსნილ-დაბრუნებულმა ნიკოლამ, — გუშინ პრეზიდენტმა ლერვოლინომ დამირეკა, მე კი მთელი დამაჯერებლობა მოვიკრიბე და გადაწყვეტილების გადახედვა ვთხოვე. ვიცოდი, რომ ვეხებოდი მგრძნობიარე ადამიანის სულს, რომელიც უნდა დამერწმუნებინა, რომ განსხვავებული ფეხბურთის დამკვიდრება მსურს. მე მიყვარს სალერნო და ჩვენი პროექტის ბრმად მწამს”,