ბრაზილიის რეგიონული სუპერთასის ფინალურ მატჩში „გრემიო“ „სან ლუისს“ შეხვდა. თამაში პორტუალეგრელთა გამარჯვებით – 4:2 დასრულდა.
„გრემიოს“ ახალწვეულმა, ლუის სუარესმა, სამი გოლი გაიტანა. შეხვედრა 35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელისთვის ბრაზილიურ კლუბში სადებიუტო გახლდათ. ის „გრემიოს“ შარშან დეკემბრის ბოლოს შეუერთდა და ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მანამდე სუარესის ბოლო გუნდი ურუგვაული „ნასიონალი“ იყო, ვისთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
ლუისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და სამ შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.