ხვიჩას ტური…

Home კატეგორიის გარეშე ხვიჩას ტური…
ხვიჩას ტური…

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა Whoscored.com-მა სერია A-ს XVIII ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა –  ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს ყველაზე მაღალი შეფასება (9,8) დაუწერა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

„იუვენტუსთან” 5:1 გამარჯვებაში „ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა – გოლისა და 2 საგოლე პასის გარდა, 21 წლის კვარაცხელიამ პირველ გოლშიც ლომის წილი დაიდი – ხვიჩას მაკრატელმა შჩესნიმ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ოსიმენმა იყოჩაღა.

კვარაცხელიას გარდა, სერია A-ს XVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ნაპოლის” კიდევ სამი ფეხბურთელი მოხვდა – გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7,7), ამირ რაჰმანი (7,8) და ვიქტორ ოსიმენი (9,4).

No description available.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...