სუპერთასი ახლებურად…

Home აქეთურ-იქითური სუპერთასი ახლებურად…
სუპერთასი ახლებურად…

No description available.ახალი სეზონიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც ესპანეთში ტარდება, მასში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს – ევროტურნირზე ეროვნული ლიგიდან გასულ სამეულს საქართველოს თასის გამარჯვებული დაემატება და მინი-ტურნირი ჩატარდება ნახევარფინალებითა და ფინალით.

„ამიერიდან საქართველოს სუპერთასის ფორმატი შეიცვლება – ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს. ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი. მასში მონაწილეობას ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული მიიღებს, რაც ევროსარბიელზე გასულ გუნდებს ევროტურნირების მატჩებისთვის მომზადებაშიც დაეხმარება“, – ითქვა ფეხბურთის ფედერაციაში.

ახალი ფორმატით სუპერთასის გათამაშება ზაფხულში, ევოროთასების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებამდე გაიმართება. უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილებიც – „დილა“ – „დინამო“, „ტორპედო“ – „ბათუმი”.

წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ დამარცხებულები კი მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.