საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ნასრი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას ეცდება.
კლუბის ხელმძღვანელობა მალე რამოსს პირადად შეხვდება და ახალ პროექტს გააცნობს. პარიზელებთან 36 წლის რამოსს ხელშეკრულების ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან უკვე შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება.
ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ „ალ-ნასრს“ მალე 37 წლის კრიშტიანუ რონალდუც შეუერთდება. მას ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაუფორმებენ. პირველ 2,5 წელს ის კლუბში ფეხბურთელის სტატუსით გაატარებს, სეზონში დაახლოებით 200-მილიონევროიანი ანაზღაურებით. შემდეგ კი საუდელთა ელჩი გახდება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხში.
საუდის არაბეთი 2030 წელს მუნდიალის ჩატარებას გეგმავს ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
