„ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს „დორტმუნდის“ ინგლისელი ვარსკვალავის, ჯუდ ბილინგემის შესახებ ესაუბრა. 19 წლის ნახევარცმცველს მერისისაიდულ კლუბს უკავშირებენ.
„ბილინგემი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე თამაშობს, თითქოს უკვე 28 წლისაა. მისი ნიჭიერების შესახებ ყველამ იცის, თუმცა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი თამაშით კიდევ უფრო აღგვაფრთოვანა. ცხადია, გვინდა მისი ყიდვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ეღირება მონდიალის შემდეგ“.
მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ბილინგემმა 22 მატჩში ცხრა ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ინგლისის ნაკრებში ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
