ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს

Home აქეთურ-იქითური ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს
ინგლისი მეკარეების გარეშე ვარჯიშობს
Gareth Southgate suffered his own spot-kick heartbreak in Euro '96
ევრო 96-ზე პენალტი თავად საუთგეიტმა ვერ გაიტანა

ინგლისის ნაკრები პენალტების დარტყმაში მეკარეების გარეშე ემზადება. მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს თურმე თავისი პენალტისტების დაკომპლექსება არ უნდა, რის საშიშროებაც არის რადგან ვარჯიშებზე მეკარეები ბევრ დარტყმას იგერიებენ.

ინგლისელებმა ევრო 2000-ის ფინალი იტალიასთან სწორედ თერთმეტმეტრიანებში წააგეს. 24 წლის მეკარე არსენალელი აარონ რემსდეილი ამბობს: „ფეხბურთელებმა პენალტები მეკარეებს რომ გვირტყან, ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს, რადგან მე უკვე მეცოდინება საით არტყამს ესა თუ ის თანაგუნდელი და მერე მოგერიებას დავიწყებ.

როდესაც ვხედავ, რომ თქვენ ათიდან შვიდჯერ ერთ მხარეს დაარტყით, შემდეგ ჯერზე ეშმაკობას მივმართავ, ადრე გადავხტები და მოვიგერიებ. ჩემმა მოგერიებამ კი თქვენზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს, ნერვიულობა დაიწყოთ.

ჩვენ ვვარჯიშობთ საგანგებო პროგრამით, სადაც კუთხეები თავისუფალია. ამ ეტაპზე ბიჭები უბრალოდ დარტყმის ტექნიკას ხვეწავენ. ზოგადად პენალტის დარტყმა ყველას შეუძლია, მაგრამ რეალურ სიტუაციაში საქმეში ზეწოლა და ფსიქოლოგიური ფაქტორები ერთვება, რის მოდელირებასაც ვარჯიშებზე სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ”.

ინგლისური მედია წერს, რომ საუთგეიტს წვრილმანებზე უყვარს ყურადღების გამახვილება, რის წყალობითაც მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ინგლისმა მერვედფინალში სწორედაც პენალტებში დაამარცხა კოლუმბია, რაც ამ ქვეყნის ნაკრებისთვის მუნდიალებზე ბოლო ოთხი ცდიდან პირველი წარმატება იყო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.