„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, 36 წლის სერხიო რამოსმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწყინს ესპანეთის ნაკრების სამონდიალო განაცხდში ვერმოხვედრა (არადა, მანამდე გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს), მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება.
„გასული სეზონი ძალიან რთული გამოდგა ტრავმებისა და ახალ კლუბთან, ქალაქთან შეგუების გამო. ყველაფერი გავიღე გამოჯანმრთელებისთვის და ახლა ისევ ამბიციური მიზნებისთვის ვარ მზად.
საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში ისევ საკუთარ თავს დავემსგავსე. სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან დიდებულ კლუბსა და ქალაქში.
მსოფლიო ჩემპიონატი? ცხადია, დიდი ოცნება იყო, რომლის ასრულება მწადდა. ეს ხომ ჩემი მეხუთე მონდიალი იქნებოდა. სამწუხაროდ ტურნირის შინ ცქერა მომიწევს.
ძნელია. მაგრამ დილით მზე ისევ ამოვა. ჩემში არაფერს შევცვლიდი – არც მენტალიტეტს, ჟინს, თავდადებას, ერთგულებას და არც იმას, რომ 24 საათი ფეხბურთზე ვფიქრობ.
ამას ვგრძნობ და ჩემი ქომაგებისთვისაც მინდოდა გამეზიარებინა. მადლობა თანადგომისთვის. წინ ბევრი ამოცანები და მიზნებია. მალე შევხვდებით. წინ ესპანეთო!“ – წერს რამოსი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
