გაწყვიტეთ რონალდუსთან კონტრაქტი!

Home აქეთურ-იქითური გაწყვიტეთ რონალდუსთან კონტრაქტი!
გაწყვიტეთ რონალდუსთან კონტრაქტი!

Ronaldo stormed down the tunnel and out of Old Trafford before the final whistle„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, რიო ფერდინანდი, მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუს უსამართლოდ ექცევიან.

„მეგონა, რომ „მანჩესტერი“ რონალდუს „ჩელსისთან“ მატჩისთვის ინახავდა, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. ამიტომ არ ათამაშეს „ტოტენჰემთან“. ცხადია, კრიშტიანუ გაცხარდა და სტადიონი მსაჯის საფინალო სასტვენამდე დატოვა.

ვფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა ტენ ჰაგისთვის. ის კარგად უნდა დაფიქრდეს, რას იზამს მომავალი სატრანსფერო ფანჯრისას. თუკი ის კრიშტიანუს ძირითადის მოთამაშედ არ მოიაზებს, მაშინ აუცილებლად უნდა გაუშვას. ასეთი მოპყრობა პორტუგალიელის მიმართ უასამართლოა.“ – ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს გაზეთი „დეილი მეილი“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...