ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო

Home კატეგორიის გარეშე ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო
ბითაძემ ნბა უქულოდ დაიწყო

უქულოდ დაიწყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონი გოგა ბითაძემ. ჩვენებური, რომელსაც „ინდიანამ“ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, მოედანზე პირველივე მატჩში გამოჩნდა, მისი გუნდი კი შინ „ვაშინგტონთან“ 107:114 დამარცხდა.

ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და უშედეგოდ, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ხოლო პასივში – ორი დაკარგვა და სამი პერსონალური ფოლი მიიღო.

„ინდიანას“ მომდევო მატჩი „სან ანტონიოსთან“ 22 ოქტომბერს ელის, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ 21 ოქტომბერს, 3:30 წუთზე „ფილადელფიას“ ეთამაშება.

Player Review 2022: Goga Bitadze | NBA.com

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...