ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონიამინსკი 2019: ვარლამ ლიპარტელიანი კვლავ ვიცე-ჩემპიონია - mygoals.geუზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაცია ისევ უმედლოდ დარჩა. არადა, ორი მონაწილე გვყავდა – ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე.

სულამანიძემ გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში, ვაზარით დაწინაურებული, კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა კი დაამარცხა, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამარცხდა.

ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრაში ესტონელი გრიგორი მინასკინი იპონით დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო და უმედლოდ დარჩა. საქართველოს დელეგაციას ექვსი დღის შემდეგ ტატო გრიგალაშვილის ოქროსა და ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედლების ამარაა.

ხვალ გურამ თუშიშვილის ჯერია (+100) გავა.

წილი
წინა სტატიაგამოსყიდული
შემდეგი სტატიამბაპეს შეცდომა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...