გერმანია გაემზადა

Home კატეგორიის გარეშე გერმანია გაემზადა
გერმანია გაემზადა

No description available.No description available.23 და 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს გამართავს შინ უნგრეთის და სტუმრად ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი.

მცველები არმელ-ბელა კოტჩაპი, მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, ტილო კერერი, დავიდ რაუმი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკო შლოტებერკი, ნიკლას ზიულე.

ნახევარმცველები იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ილქაი გიუნდოგანი, იონას ჰოფმანი, ჯოშუა კიმიხი, თომას მიულერი, ჯამალ მუსიალა, მარკო როისი.

თავდამსხმელები სერჟ გნაბრი, კაი ჰავერტცი, ლუკას ნმეჩა, ლეროი სანე, ტიმო ვერნერი.

აღსანიშნავია, რომ ფლიკის სიაში ერთი დებიუტანტია – 20 წლის მცველი არმელ-ბელა კოტჩაპი, რომელიც ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მოათამაშე „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავს. კოტჩაპი ამპლუით ცენტრალური მცველია (190 სმ), ის საფრანგეთშია დაბადებული, „საუთჰემპტონამდე“ თამაშობდა ბუნდესლიგაში („ბოხუმი“), სადაც 2021-2022 წლების სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე სეზონიდან კი „საუტჰემპტონში“ გადავიდა.

მას უთამაშია გერმანიის 18, 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში, ახლა კი უკვე ეროვნულ გუნდშიც ექნება დებიუტი.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.