მცველისთვის სარეკორდო 75 მილიონი გირვანქა გადაუხადა „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ ვირგილ ვან დიიკის სანაცვლოდ და ჰოლანდიელი 1 იანვრიდან „ლივერპულის“ დაცვას გააძლიერებს. 26 წლის ფეხბურთელი კვირაში დაახლოებით 180 000 გირვანქას მიიღებს.
აქამდე უძვირფასესი მცველი კაილი უოკერი იყო, რომელიც გასულ ზაფხულს „სიტიმ“ „ტოტენჰემისგან“ 54 მილიონად იყიდა.
ვან დიიკმა კარიერა „ტილბურგში“ დაიწყო, მერე „გრონინგენში“ გადავიდა და „სელტიკში“ (2013-2015) გააგრძელა. „სელტიკმა“ მაშინ 2 600 000 გირვაქად შეიძინა და ორ წელიწადში 13-ად დაუთმო „საუთჰემპტონს“. ნაკრებში 2015 წლის ოქტომბრიდანაა და 16 მატჩი ითამაშა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
