გასულ შაბათს გალისიური დერბი „დეპორტივო“ – „სელტა“ 1:3 დამთავრდა. „დეპორის“ ქალ ფეხბურთელთა გუნდის რამდენიმე მოთამაშე დაქალებითურთ სავახშმოდ შეიკრიბა და დერბის ჩაუჯდა. მატჩის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთმა, პატრისია დიას რუისმა, ინსტაგრამზე დადო გახარებული გოგოების სურათი წარწერით: „ვზეიმობთ „სელტას“ მოგებას” ! მალე გამოჩნდა, რომ ეს უშნო ხუმრობა იყო, რადგან „დეპორის“ ფანობა აღშფოთდა, კლუბის ოფიციალური პირები კი შეშფოთდნენ.
ატყდა ამბავი და დამნაშავის ვინაობაც გაირკვა: პატრისია დიასის დაქალი აინოა გალარსა. აინოას დაუკითხავად აუღია პატრისიას ტელეფონი და მეგობრის სახელით დაუდია ფოტო. როგორც გალარსა ამტკიცებს, დიასს მხოლოდ მეორე დღეს გაუგია, რაც მოხდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „დეპორის“ ფეხბურთელს გუნდიდან გაშვებას უპირებდნენ, მაგრამ დამნაშავემ უმალ ჩამოაწიკწიკა საბოდიშო აღიარებითი წერილი და კლუბიც მხოლოდ პატრისია დიასის გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
