სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა

Home აქეთურ-იქითური სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა
სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა

Renato Sanches - Player profile 22/23 | Transfermarktგახსოვთ რენატუ სანშეში? პორტუგალიელი ვარსკვლავბიჭუნა? ევრო 2016-ის ჩემპიონი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ 18 წლის იყო და „ბენფიკაში“ თამაშობდა.

მერე იყო „ბაიერნი,“ „სუონსი“ და „ლილი.“ თითქმის ყველას მიავიწყდა. მაგრამ დღეს ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა – სანშეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა.

პარიზელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე თქვა: „სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა. რენატუ ძალიან ნიჭიერია და კარგად იცის ფრანგული ფეხბურთი.“

არაოფიციალური მონაცემებით, პსჟ-მა პორტუგალიელ ნახევარმცველში დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადა.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.