„რეალის” გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი გულწრფელ ადამიანად ითვლება. ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ფეხბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით არაფრისმთქმელი დიპლომატიური ფრაზებით წყალს არ ნაყავს. ამის კარგი მაგალითი იყო, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გერმანელ ტელეჟურნალისტს რომ უთხრა, უკეთესი კითხვა როგორ ვერ მოიფიქრეთო.
ამჟამად კროოსი „რეალთან” ერთად ლოს ანჯელესშია, სადაც AS-თან ინტერვიუში თქვა, რომ სეზონისწინა შეკრებები არ უყვარს.
„ეს ჩვენი საქმიანობის ის ნაწილია, რომელიც არ გვიყვარს, რადგან ვატარებთ თამაშებს, რომელთაც მნიშვნელობა არ აქვთ. მეორე მხრივ, კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრები საჭიროა, რადგან ჩვენ მათი მეშვეობით ვემზადებით და ეს მომზადება შემდეგ მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გაგვყვეს. სეზონი კი ძალიან ხანგრძლივია”.
კროოსის სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ის სიამოვნებით იცხოვრებდა სეზონისწინა შეკრებების გარეშე, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ეტაპებზე, მივხვდებით, რომ ის მზადებას ძალიან სერიოზულად ეკიდება. კარგად მომზადება გერმანელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ის უკვე 32 წლის არის, „რეალში” კი დიდი კონკურენციაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
