თბილისის „საბურთალო“ მეოთხე ქართული გუნდია, რომელმაც შინ წაგებული მატჩის შემდეგ ევროტურნირებზე ბრძოლა გააგრძელეა. აქამდე ეს თბილისის „ამერს“ (ბანანცთან), გორის „დილას“ (ანორთოსისთან) და „ბათუმს“ (ბატესთან) მოეხერხებინა.კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალომ“ შინ 0:1 წააგო ალბანურ „პარტიზანთან“, მაგრამ სტუმრად გიორგი გულიაშვილის გოლით იგივე ანგარიშით მოიგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ კი, საბურთალოელები უკეთესნი იყვნენ და შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.
იგივეს გაკეთებასთან ახლოს იყო თბილისის „დინამოც“, რომელმაც ესტონურ „პაიდეს“ შინ წაგებული (2:3) მატჩი შეუტრიალა და სხირტლაძის გოლით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. მეტიც, ანტილევსკის გოლით „დინამომ“ კიდევ უფრო სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ დამატებითი დროის ამოწურვამდე 4 წუთით ადრე პენალტიდან გაუშვა და ბედი აქაც პენალტების სერიამ გადაწყვიტა. აქ უკვე ესტონელებმა უკეთ დაარტყეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.
გორის „დილამ“ კი საკუთარ მოედანზე ფინურ კუპს-ს 0:2 წაგებული მატჩი ვერ შეუტრიალა, ფრედ, 0:0 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე სკანდინავიური გუნდი გავიდა.
მოკლედ, კონფერენციის ლიგის შემდეგ ეტაპზე „საბურთლო“ და „ბათუმი“ (ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგების შემდეგ) გავიდნენ. „ბათუმი“ პოლონურ „ლეხს“ შეხვდება, „საბურთალო“ რუმინულ „სტიაუას“. მატჩები 21 და 28 ივლისი გაიმართება.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
