Roro Riquelme se curte en el Mirandés con goles y minutos | Goal.com  Colombiaგიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას”, ფინანსური პრობლემების გამო შემადგენლობის გაძლიერება არ შეუძლია, მაგრამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოსავლის ძიებაშია. ადრეც გვითქვამს, რომ ახალი მოთამაშეების შესაძენად „ჩეებმა” ჯერ თავიანთი ვარსკვლავებიდან უნდა გაყიდონ რომელიმე და მხოლოდ ამის შემდეგ, შემოსული თანხით შეიძინონ ახალწვეული, მაგრამ ჯერჯერობით „გასაყიდები”, გონსალო გედეში, კარლოს სოლერი და ხოსე გაია „ვალენსიაში” რჩებიან.

და აი, ასეთ დროს გატუზო 22 წლის როდრიგო რიკელმეს შეძენაზე ფიქრობს. რიკელმე მადრიდელია, 22 წლის. ის „ატლეტიკოს” აღზრდილია და დღემდე „მატრასების მკერავებს” ეკუთვნის, მაგრამ ბოლო წლებში იჯარით არის გასხვისებული. 2020-21-ის სეზონში რიკელმე „ბორნმუთში” თამაშობდა, მაგრამ ჩემპიონშიპში შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და „ატლეტიკომ” სეგუნდა დივიზიონის „მირანდესში” გააქირავა.

„მირანდესში” როდრიგო რიკელმე კარგად ათამაშდა: 39 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.

ესპანური პრესის ცნობით „ვალენსიას” გარდა ახალგაზრდა გარემარბის (ან უკანდაწეული თავდამსხმელის) შეძენით დაინტერესებულები არიან  „რაიო ვალეკანო”, „მალიორკა” და „ვალიადოლიდი”.