
ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს.
ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა.
პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის და მიშელ პლატინისთვის 20-თვიან პირობით სასჯელს ითხოვდა, თუმც სასამართლომ ისინი ყველა ბრალდებაში გაამართლა.
შეგახსენებთ, რომ კორუფციული სკანდალის გამო 2015 წელს პოსტიდან ორივე გადადგა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
