საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან 66:79 წააგო.წაგება ერთია და, მატჩის შემდეგ უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა უკადრებელიც იკადრა – აინარს ბაგაცკისმა მეტად უხამსი ჟესტით ჩვენების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. უფრო კონკრეტულად რა მოხდა, ამას ჩვენი ნაკრების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ.
მატჩი კი საქართველომ წააგო… წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა.
უკრაინელებმა გვაჯობეს ყველაფერში. თან იმ ფონზე, რომ საუკეთესო კი არა, ერთი ჩვეულებრივი მატჩიც არ ჩაუტარებიათ. მოგვიგეს გუნდურად, ერთსულოვნებით, სულისკვეთებით…
ქულები ვაგროვეთ მხოლოდ ორი კალათბურთელის ინდივიდუალიზმის ხარჯზე: თად მაკფადენმა 22 ქულა ჩააგდო, ხოლო თორნიკე შენგელიამ – 21.
ძალიან ცუდი თამაში ჰქონდათ ნაკრების ვეტერან და გამოცდილ კალათბურთელებს: გიორგი შერმადინს, ბექა ბურჯანაძეს, დუდა სანაძეს…
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. გავიმეოროთ: ამ წაგებით ძალიან დიდი შანსი დავკარგეთ…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
