უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი.
“შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები და შევეცდები ჩემი მადრიდში ყოფნიდან მაქსიმუმი გამოვწურო, — უთხრა 46 წლის სპეციალისტმა “მარკას” და დასძინა: — მართალია, ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს, მაგრამ მათი თამაში მაინც კარგი სანახავი იქნება. “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ტიბუნიდან ნახვა აღქმას აძლიერებს”.
კითხვაზე, თუ ვინ არის ფავორიტი, ემერიმ უპასუხა: “მართალია, “ბარსელონა” ცხრილში მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ერთი გუნდი უნდა დავასახელო, ვიტყოდი, რომ ფავორიტი “რეალია”, რადგან ის შინ თამაშობს. “ელ კლასიკოში” საკუთარ კედლებს დიდი მნიშვნელობა აქვს. “თეთრებს” სამი ქულა სჭირდებათ, რაშიც “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნები ძალიან დაეხმარება”.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი “რეალი” და “პარი სენ ჟერმენი” 14 თებერვალს და 6 მარტს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
