საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკა გაანადგურა. მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენებმა 20:7 იმარჯვეს და 1 ივლისს იაპონიას შეხვდება, რომელმაც, თავის მხხრივ ავსტრალიას 15:7 მოუგო. სწორედ საქართველო – იაპონიას შორის გამარჯვებული მოიპოვებს მე-9 ადგილს.
ს.აფრიკასთან მატჩის კი როგორც ანგარიშიდან ჩანს ჩვენების აშკარა უპირატესობით წარიმართა და ოთხივე მეოთხედი სათავისოდ დაასრულეს. დეიან სტანოიევიჩის შეგირდები ჯერ 3:1 დაწინაურდნენ, მერედამერე კი უპირატესობა გაზარდეს – 5:1, 7:2, 5:3… და საბოლოოდ სოლიდური სხვაობაც დააფიქსირეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მეოთხედფინალში ხორვატიამ სერბეთი 14:12 დაამარცხა, პარალელურად კი საბერძნეთმა აშშ-ს აჯობა 16:11. ნახევარფინალში ხორვატია ესპანეთი-მონტენეგროს გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო საბერძნეთი უნგრეთი – იტალიას შორის მოგებულს…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
