Ex reveals West Ham want Nick Pope | thisisfutbol.com„ნიუკასლი“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბარნლისთან“ მეკარე ნიკ პოუპის ტრანსფერის თაობაზე.

რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ მედიაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების კარის დარაჯი პირადად „კაჭკაჭების“ მთავარი მწვრთნელის, ედი ჰოუს პრიორიტეტული სამიზნეა ზაფხულის სატრანფერო ფანჯრისას.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში უფრო ხშირად „ნიუკასლის“ კარს სლოვაკი მარტინ დუბრავკა იცავდა.

პოუპმა რვაჯერ მოირგო ინგლისის ნაკრების მაისურა და ერთი გოლი გაუშვა. ის „ბარნლიში“ 2016 წელს გადავიდა „ჩარლტონ ატლეტიკიდან“ 750 ათას ევროდ. ამჟამად მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.