ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში, ინგლისმა გერმანიასთან სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა. ანგარიში მასპინძლებმა 50-ე წუთზე გახსნეს. გოლი მიონხენგლადბახის „ბორუსიას” ნახევარმცველმა იონას ჰოფმანმა გაიტანა, მაგრამ 88-ე წუთზე „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა პენალტით გაქვითა.
უმეტესი დროის განმავლობაში უპირატესობას გერმანელები ფლობდნენ, თუმცა თამაშის მიწურულს „ფრაიბურგის” მცველმა ნიკო შლოტერბეკმა კეინი წააქცია. ესპანელმა მსაჯმა კარლოს დელ სერომ გუნდებს ჟესტით თამაშის გაგრძელება ანიშნა, მაგრამ VAR-ის ოთახიდან გადაწყვეტილების შემოწმება მოსთხოვეს.
დაინიშნა პენალტი, რომელიც, როგორც მოგახსენეთ კეინმა დაარტყა. ეს მისი ორმოცდამეათე გოლი იყო ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. „სამი ლომის” საუკეთესო ბომბარდირთა სიაში კეინი უეინ რუნის ახლა მხოლოდ სამი ბურთით ჩამორჩება, მაგრამ გულშემატკივრებს გაუჩნდათ კითხვა: იყო თუ არა გერმანიის კარში პენალტის დანიშვნა სამართლიანი გადაწყვეტილება?
შლოტერბეკმა კეინი წააქცია, მაგრამ პასის დროს ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი თამაშგარე მდგომარეობაში ხომ არ იყო?
შეტევა ჯეკ გრილიშმა წამოიწყო და უნდოდა ბურთი რაჰიმ სტერლინგისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ის რიკოშეტით კეინს მიუვიდა. კეინი ოფსაიდში იდგა, ოღონდ… გამეორებაზე გამოჩნდა, რომ „ტოტენჰემის” თავდამსხმელს ბურთი გერმანელი მცველისგან მიუვიდა. თან, მცველმა ბურთს ფეხი გააზრებულად მიჰკრა ანუ შემთხვევით არ მოხვედრია…
ორი ტურის შემდეგ, მე-3 ჯგუფს 4 ქულით იტალია ლიდერობს. მეორეზე 3 ქულით არის უნგრეთი, მესამეზე 2 ქულით გერმანიაა, ბოლოს კი 1 ქულით ინგლისია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
