ხვალ, სკოპიეში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს ხვდება. ეს არის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის მესამე ტურის მატჩი. ორი თამაშიდან 6 ქულით პირველ ადგილზე საქართველოა, მაკედონია მას 4 ქულით მოსდევს.
მოახლოვებულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ მაკედონიელთა და მეორე ბუნდესლიგის კლუბ „შალკე 04″-ის გარემარბმა, 21 წლის დარკო ჩურლინოვმა ილაპარაკა. ჩურლინოვი ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზე გასულ კლუბს „შტუტგარტს” ეკუთვნის. ერთიხანობა ის „შტუტგარტის” მეორე გუნდში ანუ რეგიონალლიგაში გამოდიოდა, მაგრამ ახლა „შალკეშია” იჯარით გასხვისებული.
„ჩვენ საკუთარი თავისა და კლასის გვწამს. ვიცით, რომ საქართველო სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ თუ მწვრთნელის დავალებას ზედმიწევნით შევასრულებთ, ვფიქრობ პრობლემები არ გვექნება.
ხვალინდელი შეხვედრა წინა ორისგან განსხვავდება, რადგან წინა ორ შეხვედრაში უფრო ჩაკეტილი მეტოქეები გვყავდა.
მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ხვალის შეხვედრაზე ვფიქრობთ. ყოველ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ,” — თქვა ჩურლინოვმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
