
„საბურთალოსა“ და „ბათუმის“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის „საბურთალოსა“ და „ბათუმის“ ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით.
როგორ ვებრძოლოთ მაყურებლის ტრიბუნიდან მოედანზე ჩახტომის მავნე ჩვევას?
სულ ორი ვარიანტია: ან მოედნის პერიმეტრის დაცვა უნდა გააძლიერო, ან მაყურებელი სტადიონს არ უნდა გააკარო.
„საბურთალო“ მეორე გზით წავიდა. ჰო, აბა, რა! ეს ხომ ბევრად მარტივია, ვიდრე წესრიგის დაცვა?!
„არ არის კაცი, არ არის პრობლემა“ – ვიღაცას ეს ძველი „შეგონება“ ძალიან კარგად დაუმახსოვრებია.
ფეხბურთზე ადამიანმა თურმე, სპეციალური მოსაწვევით უნდა იაროს!
სირცხვილიც აღარ ჰქვია იმას, როდესაც კლუბი საკუთარ გულშემატკივარს ეუბნება, სხვა კლუბის გულშემატკივარი ცუდად მოქცეულა და ვაითუ შენც ეგრე მოქცეო. ამიტომ სტადიონზე არ გიშვებო.
კლუბი საკუთარი ინიციატივით, საკუთარ თამაშზე, საკუთარ გულშემატკივარს არ უშვებს!
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
