ბარსელონა უბურთოდ

Home აქეთურ-იქითური ბარსელონა უბურთოდ
ბარსელონა უბურთოდ

„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 0:1. კატალონიელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით მოიგეს. 2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ესპანურ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ბურთის ფლობა 50 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა – 44,3 %.

16 წლის წინ „ბეტისთან“ ჰქონდათ 44 %. აბა, 2008 წელს პეპ გვარდიოლა მივიდა და „ბარსა“ ბურთს უმალავდა მეტოქეებს. ალბათ, არაესპანურ გუნდებთანაც იშვიათად იქნება შემთხვევა, როცა ბარსელონელებს მეტოქეზე ნაკლებად ჰქონიათ ბურთი ერთ მატჩში…

„სოსიედადთან“ მატჩში კი „ბარსელონამ“ მასპინძელთა კარში სულ ერთხელ და საგოლედ დაარტყა. გოლი შეხვედრის დასაწყისშივე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.

Real Sociedad 0-1 Barcelona: Pierre-Emerick Aubameyang heads in only goal  of the game | Daily Mail Online

 

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ