„დეილი მეილის” ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდი თავის ახალი კლუბს ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს, „მანჩესტერ სიტი” კი დარწმუნებულია, რომ ეს კლუბი თავად იქნება.
21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის გადაბირებით „ქალაქელების” გარდა დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი”, „ბარსელონა” და „რეალი”.
მარტში იმავე „დეილი მეილმა” დაწერა, რომ „დორტმუნდის” ფორვარდი „სიტისთან” უკვე პირად საკითხებს ათანხმებს. „ეტიჰედზე” ჰოლანდის ხელფასი იქნება კვირაში 500 000 გირვანქა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება.
„დორტმუნდს” ჰოლანდის გამოსასყიდ თანხად 63 მილიონი გირვანქა ანუ 75,7 მილიონი ევრო აქვს მითითებული. გარდა ამისა, თავის წილს ითხოვს ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა და მამა, წარსულში ინგლისური კლუბების „ნოტინგემ ფორესტის”, „ლიდს იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” მარჯვენა მცველი ალფ-ინგე ჰოლანდი. ჯამში ერლინგის ფასი 100 მილიონი გირვანქა გამოდის.
ჰოლანდი „დორტმუნდში” „ზალცბურგიდან” 2020 წელს გადავიდა, რის მერეც ამ გუნდის მაისურით 54 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მას ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში 17 შეხვედრაში 15 გოლი აქვს შეგდებული.
პეპ გვარდიოლა კი თავდამსხმელის ძიებაშია. გასულ ზაფხულს მას „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან” ჰარი კეინის გადაბირება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
