„დეილი მეილის” ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდი თავის ახალი კლუბს ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს, „მანჩესტერ სიტი” კი დარწმუნებულია, რომ ეს კლუბი თავად იქნება. 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის გადაბირებით „ქალაქელების” გარდა დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი”, „ბარსელონა” და „რეალი”. მარტში იმავე „დეილი მეილმა” დაწერა, რომ „დორტმუნდის” ფორვარდი „სიტისთან” უკვე პირად საკითხებს ათანხმებს. „ეტიჰედზე” ჰოლანდის ხელფასი იქნება კვირაში 500...
ჭდე: ალფ-ინგე ჰოლანდი
რაიოლა დორტმუნდს არ ეთანხმება
ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის...
ხარბი მამა და აგენტი
„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...
მიაყარეთ ერლინგს ათასები
„მანჩესტერ სიტი” ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის შეძენას აპირებს. პრემიერლიგის ლიდერი „დორტმუნდისთვის” ნორვეგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქის ანუ დღევანდელი კურსით 113,7 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. ეს ამბავი „მირორმა” შეიტყო, რომელიც აგრეთვე წერს, რომ „სიტის” არ სურს 2022 წლის ზაფხულამდე დაცდა, როდესაც ამოქმედდება ჰოლანდისა და „შავ-ყვითლების” ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლის თანახმადაც 20 წლის ფორვარდი 66 მილიონ გირვანქად...
მამა ჰაალანდის ესპანური ფლირტი
47 წლის ალფ-ინგე ჰაალანდი გახლავთ „დორტმუნდის” 19 წლის ვარსკვლავის ერლინგ ჰაალანდის მამა, რომელმაც ესპანური AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი შვილის შესახებ დაწვრილებით ილაპარაკა. თავადაც ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის განმავლობაში „ნოტინგემ ფორესტში”, „ლიდს იუნაიტედსა” და „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, ნორვეგიის ნაკრების მაისურა კი 34-ჯერ მოირგო, AS-ს უთხრა, რომ მისი ვაჟისთვის ესპანეთში გადაბარგება შესანიშნავი იქნებოდა. მამა-ჰაალანდმა ესპანელებს ტკბილი სიტყვა...




