ჟინოლა: კეინი მარადონაა

Home აქეთურ-იქითური ჟინოლა: კეინი მარადონაა
ჟინოლა: კეინი მარადონაა

David Ginola Net Worth 2022: Income, Salary, Career, Bio„ტოტენჰემის“ ყოფილმა გარემარბმა დავიდ ჟინოლამ ჰარი კეინი აქო და ადიდა. მეტიც, დიეგო მარადონას შეადარა…

„კეინი გუნდის ახალი გამთამაშებელია. ის თან ცენტრფორვარდია, თან სირღმიდანაც თამაშობს. ახლა დიეგო მარადონასავითაა. მისია მოკლე პასები, გრძელი პასები, გოლები თამაშს ქმნის“.

კეინს მართლაც საოცარი პასები აქვს. 9 ნომრის კვალობაზე განსაკუთრებული თამაშით გამოირჩევა.

ჟინოლა ფრანგი გახლავთ, გარემარბად თამაშობდა პსჟ-ში, „ნიუკასლში“, „ტოტენჰემში“ და სხვა გუნდებში… მაგარი იყო, ლამაზად თამაშობდა.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ