სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩ ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებზე ვერ ითამაშებს. მიზეზი ის არის, რომ „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს. შესაბამისად, ნოლემ ამერიკაში შესვლის უფლება ვერ მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებში ავტომატურად ჩავერთე, ვიცოდი, რომ იქ თამაში არ მომიწევდა. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადასტურა, რომ წესებს არ შეცვლიან. ამრიგად, წლეულს ამერიკაში ვერ ვითამაშებ. წარმატებები მათ, ვინც ამ ზღაპრულ მარათონში მონაწილეობს“, – დაწერა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ვაქცინაციაზე უარის გამო, იანვარში, სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიიდან იმავე მიზეზითა და სკანდალით გააძევეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
