ინგლისში ამას ორი წელიწადი ელოდნენ — „უემბლიზე” თასის ფინალი გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. 85 ათას მაყურებელს გაუმართლა, ისინი დაესწრნენ თამაშს, რომელსაც პრესაში ყველა დროის ყველაზე დიდებული 0:0 დაარქვეს. რასაკვირველია, თასის ფინალები იგულისხმება.
შემდეგ კი იყო პენალტების კლასიკური სერია. ისევ და ისევ, აღმატებული სიტყვების მოშველიება მოგვიწევს: ერთ-ერთი უდიდებულესი, რაც კი „უემბლიზე” ოდესმე უნახავთ. ცხადია, არც ეს ნათქვამი გვეკუთვნის ჩვენ, ისინიც ინგლისელ ჟურნალისტებს დავესეხეთ.
გადამწყვეტი დარტყმა პენალტების უბადლო ოსტატმა, „ჩელსის” მეკარემ, კეპა არისაბალაგამ ააცილა. და ისევ, როდესაც კეპას პენალტების უბადლო ოსტატს ვუწოდებთ, მოგერიებას ვგულისხმობთ, დარტყმას კი არა.
ამრიგად, „ლივერპულმა” გაიმარჯვა და ბოლო 10 წელიწადში პირველად მოიგო ინგლისური — „კარაბაოს”, იგივე ლიგის თასი.
ბასკი გოლკიპერის უხეირო დარტყმას კი, როგორც გითხარით, წინ ჩინებული თამაში უძღოდა, რომლითაც ნეიტრალურმა მაყურებელმა ფრიად ისიამოვნა. თუმცა, სად-სად და ინგლისში ნეიტრალურ მაყურებელსაც ჰქონდა თავისი სიმპათია. ზოგი „ლივერპულისკენ” იყო იმიტომ, რომ „ჩელსი” რუსი ოლიგარქის გუნდია, ზოგი კი „ლივერპულის” წინააღმდეგ განეწყო, რადგან მერსისაიდელმა ქომაგმა კვლავ უსტვინა ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს.
ქვემოთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას გთავაზობთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
