უილშირი დანიაში

Home კატეგორიის გარეშე უილშირი დანიაში
უილშირი დანიაში

Jack Wilshere Completes Big Move to Top European Side After Weeks Training With Arsenal ▷ SportsBrief.comგახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი  ნახევარმცველი?

გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა…

ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს.

„არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ და მადლობა „ორჰუსს“ ასეთი შესაძლებლობისთვის. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიმედოვნებ მალე გავხდები ძირითადის მოთამაშე და გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები,“ – ამბობს უილშირი.

ერთი საინტერესო დეტალიც. უილშირს მისთვის უჩვეულო ხელფასთან, კვირაში დაახლოებით 5 – ათასგირვანქიან ანაზღაურებასთან შეგუება მოუწევს, რადგან „ორჰუსის“ ფეხბურთელებს ევროპული მასშტაბით საკმაოდ დაბალი ჯამაგირი აქვთ.

მაგალითად, ყველაზე მეტს, კვირაში 5 700 გირვანქას, გუნდის 32 წლის კაპიტანი, პატრიკ მორტენსენი გამოიმუშავებს.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.