გახსოვთ ჯეკ უილშირი, „არსენალის“, „ვესტ ჰემისა“ და ინგლისის ნაკრების უნიჭიერესი ნახევარმცველი? გასულ კვირას ის დანიური „ორჰუსის“ ფეხბურთელი გახდა… ბოლო დროს 30 წლის უილშირი უკლუბოდ იყო და „არსენალთან“ ერთად ვარჯიშობდა. კვირას კი დანიურ კლუბს შეუერთდა. ის 10-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. „არსენალთან“ ერთად ვარჯიშისას სხვა კლუბს ვეძებდი და ვიპოვე. ჩემთვის ახალი, საინტერესო თავგადასავალი იწყება. ფაქტობრივად, კარიერას ნულიდან ვიწყებ...
