უეინ რუნის აღიარება…

Home აქეთურ-იქითური უეინ რუნის აღიარება…
უეინ რუნის აღიარება…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად „დერბი ქაუნთის“ მწვრთნელმა უეინ რუნიმ 2006 წელს „ჩელსისთან“ ერთ-ერთი მატჩი გაიხსენა.

„ვიცოდით, „ჩელსი“ თუ მოიგებდა, პრემიერლიგის ჩემპიონი გახდებოდა. მე ყოველთვის პლასტიკატის ქაცვიანი ბუცები მქონდა მეტალის ბოლოებით. ამ თამაშისთვის კი შევცვალე მაქსიმალური სიგრძის ქაცვებიანი ბუცებით და მთლიანად მეტალით, რადგან მსურდა ვინმესთვის ტრავმა მიმეყენებინა.

…ვგრძნობდი, მათ მოგების მეტი შანსი ჰქონდათ, მძლავრი გუნდი ჰყავდათ. ჯონ ტერიმ ყავარჯნით დატოვა მოედანი. მის ფეხზე დიდი ღრმული დავტოვე, ხოლო თამაშის მერე მაისურა ვთხოვე. რამდენიმე კვირის მერე კი ტერის ვთხოვე, ჩემი ბუცის ქაცვები დაებრუნებინა და თავის მაისურას უკან მივცემდი.

…იმ მომენტებს თუ ნახავთ, ზეიმის დროს ტერის ყავარჯნებსაც დაინახავთ“.

Rooney questioned by FA over wanting to "hurt someone" claim

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ