გააღეთ კარი!

Home აქეთურ-იქითური გააღეთ კარი!
გააღეთ კარი!

Empty stadiums are back: postponement of the Eredivisie and KKD is canceled  after all | Dutch football - Netherlands News Liveნიდერლანდური კლუბები ქვეყნის მთავრობას მოუწოდებენ, რომ სტადიონზე მაყურებელი დაუშვან, თუ არადა, დემონსტრაციულად გააღებენ კარს…

ნიდერლანდებში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან აკრძალეს დასწრება და კლუბებმა საერთო განცხადება გააკეთეს:

„გულშემატკივრების გარეშე თამაშს აღარ ვაპირებთ. უმაყურებლობამ წინა სეზონში საერთო ჯამში 100 მილიონი ევრო დაგვაკარგვინა. ზარალი სერიოზულია, ეს კი მთლიანად ხარისხს ურტყამს და არა მხოლოდ კლუბების, არამედ ნიდერლანდების ეროვნული გუნდისთვისაც ძალიან ცუდია. ნაკრებს კი წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი ელის.

…ევროპის სხვა ქვეყნებში ტრიბუნები სავსეა, ან გარკვეულ ნაწილს მაინც უშვებენ“.

KNVB (ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირი) ამ ფაქტს გამოეხმაურა: „გვესმის კლუბების აღშფოთება, მაგრამ სტადიონის კარების გაღება აკრძალულია კორონავირუსთან ბრძოლის რეგულაციებით. მეორე მხრივ, გამოძიება აჩვენებს, რომ სტადიოებზე ინფექცია არაა. ალბათ სჯობს, რომ მოლაპარაკება შედგეს და საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ