შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს

Home კატეგორიის გარეშე შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს
შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს

No description available.45 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო ორი თვეა რაც იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი? გუნდის ცუდი შედეგებია. არადა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

გენუელებს გამარჯვების გემო დაავიწყდათ, 12 ქულით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან და საშველიც არ ჩანს.

გუშინ, 10 იანვარს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შევჩენკოს ჯერჯერობით გააგრძელებინონ მუშაობა, თუმცა კულუარებში უკვე მის შემცვლელებზეც ალაპარაკდნენ.

მათ შორის არიან იტალიელი სპეციალისტები: როლანდო მარანი და დავიდე ბალარდინი, რომელიც სწორედ შევჩენკომ შეცვალა გასულ ნოემბერს.

კანდიდატია ორიც უცხოელი: გერმანელი ბრუნო ლაბადია და უნგრელი პალ დარდაი. ეს ორნი ბოლოს ბერლინის „ჰერტაში“ მუშაობდნენ.

 

 

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.