45 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო ორი თვეა რაც იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი? გუნდის ცუდი შედეგებია. არადა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გენუელებს გამარჯვების გემო დაავიწყდათ, 12 ქულით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან და საშველიც არ ჩანს. გუშინ, 10 იანვარს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შევჩენკოს ჯერჯერობით გააგრძელებინონ მუშაობა, თუმცა...
